LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიცია არ გამოიყურება ისე, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მოგებისთვის იბრძოდეს, მგონი, ხალხი ხედავს, რომ ოპოზიცია ფაქტობრივად, გამქრალია: იაგო ხვიჩია

58
იაგო ხვიჩია

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ოპოზიცია არ გამოიყურება ისე, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მოგებისთვის იბრძოდეს“. ხვიჩიას ჰგონია, რომ „ხალხი ხედავს, რომ ოპოზიცია ფაქტობრივად, გამქრალია“.

ის ასევე აცხადებს, რომ ყველაფერი ძალიან არაბუნებრივია, რადგან ეს არჩევნები ერთი მხრივ, არის რეფერენდუმი და აქ უნდა გადაწყდეს „ქოცები“ დარჩებიან თუ არა ხელისუფლებაში, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს მზაობა არ ჩანს.

„მე მგონი, ხალხი ამას ხედავს, რომ ოპოზიცია, ფაქტობრივად, გამქრალია. ისეთ თანამდებობებზე ვერ თანხმდება, სადაც მოგების შანსი ისედაც დაბალი აქვს და ნებისმიერი სალაპარაკო თემა კონფლიქტის მიზეზი ხდება. ეს შეგნებულად ხდება „ქოცების“ თამაშის წარმოება ასეთი ფორმით, თუ გაუაზრებლობის შედეგად – ეს მეორე საკითხია. სამწუხაროდ, ნიკა მელია შეყავთ ისეთ კამპანიაში, რომელიც გამარჯვების არ არის თავისი შინაარსით. ჩვენი გეგმები არის ის რომ, კარდაკარის ნაცვლად, გადავწყვიტეთ ზუმდაზუმ კამპანია და დღეს გვაქვს ქობულეთის და ბათუმის კანდიდატების გასაუბრება ჩვენი ამომრჩევლის წინაშე“, – განაცხადა ხვიჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები