LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოპოზიცია არაა ერთიანი…მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, რაც ყველას აწყობდა”

136
ოპოზიცია

პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლას და ოპოზიციასთან დებატებს ექსპერტები აფასებენ. რადიო “ფორტუნას” დღის თემაში ვახტანგ ძაბირაძემ თქვა, რომ “ოცნების” ოპონენტებს უფრო მეტი კითხვა ეკონომიკაზე უნდა დაესვა.

“20 ივნისზე და სხვა საკითხებზეც პრემიერმა წინა გამოსვლების დროსაც ილაპარაკა და როგორც ჩანს, ახლა გადაწყვიტა, ამ თემებზე ოპოზიციის კითხვებს დალოდებოა. თან ეს თემა “გადასახარშულია” უკვე”, – ამბობს ძაბირაძე.

“ფორტუნა” კითხვაზე: რატომ არის 20 ივნისის მოვლენები “გადახარშული”, როცა ამ დრომდე არავინ დასჯილა, ექსპერტი პასუხობს:

– ამას ითხოვს გარკვეული ნაწილი, ვინც მეტ-ნაკლებად არის პროცესში ჩართული. ჟურნალისტები, ექპერტები, სამოქალაქო სექტორი და პოლიტიკოსები. თემა უკვე გარკვეულია. ჩამოყალიბებულია აზრი. საინტერესოა, რამდენად იმუშავებს ეს თემა წინასწააარჩევნოდ.

თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად იმუშავებს 

– ამ საკითხზე მეტი პედალირებით, ეს თემა მეტს ვერაფერს მოიტანს. ამან უკვე იმუშავა. დღეს რა პოლიტიკური პროცესებიც ხდება, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებები – ეს იმ 20 ივნისის მოვლენების გამოძახილია, მაგრამ ამაზე მეტს ვეღარ იმუშავებს. ცხადია, ოპოზიციის კითხვები უნდა ყოფილიყო ამაზე, მაგრამ ეკონომიკაზე უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთებინათ. მით უმეტეს პრემიერის მოხსენება წინასწარ ცნობილი იყო.

ანუ ოპოზიციამ არ შეისწავლა მოხსენება და კითხვებმა არ დაგაკმაყოფილათ? უფრო მეტი და მწვავე უნდა ყოფილიყო ? 

– კი, უფრო მეტი და აკადემიური უნდა ყოფილიყო . ჯერ საზოგადოებაში არაა ვითარება ისე, რომ ისინი რადიკალურ ნაბიჯებს ითხოვდნენ.

აბა, რას ითხოვს საზოგადოება 

– გაწონასწორებულ და აკადემიურ ნაბიჯებს.

თქვენ როგორ ხედავთ ოპოზიციას, გაწონასწორებულია ? ან ქაოსურად ხომ არ გამოიყურება, თუნდაც იმ აზრთა სხვადასხვაობის გამო, რაც ოპოზიციურ ერთობაშია

ოპოზიცია არაა ერთიანი. ისინი უბრალოდ იკრიბებოდნენ თემაზე სასაუბროდ. მათ ერთ საკითხზე აქვთ ერთიანობა. ანუ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებას ვგულისხმობ, რომლის გადაწყეტა ყველას ინტერესში შედიოდა. რაც შეეხება მაჟორიტარებს, ეს არაა ყველას ინტერესი და ეს გამოჩნდა კიდეც”, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

 

პოპულალურები