„მე ასე მგონია, რომ ოპოზიციის მიტინგზე უფრო გულით და სულით იყვნენ ადამიანები მისულები, მათ ფულს არავინ არ უხდის, ქართული ოცნების აქციაზე კი ნაკლებად გულანთებული ადამიანები იყვნენ“, – ასე ეხმიანება პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ მმართველი გუნდის მიერ ჩატარებულ აქციას.
მისი განცხადებით, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ, არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე დაგეგმილი აქციები ძალის დემონსტრირება და მოქალაქეებისათვის მოტივაციის მიცემაა, რომ არჩევნებზე მივიდნენ და ხმა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას მისცენ.
ნიკა ჩიტაძის თქმით, 284 ათასი საჯარო მოხელეა საქართველოში, რომელთაც ქართული ოცნების აქციაზე მისვლა და ნათესავების წამოყვანა ევალებოდათ, მაგრამ, როგორც ნიკა ჩიტაძე აცხადებს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მიუხედავად ქართული ოცნება პროპორციული არჩევნების ფარგლებში ნაკლებ ხმას იღებს ხოლმე.
პოლიტოლოგი აცხადებს, რომ მეორე ტური ყველაფერს გადაწყვეტს. მისივე განმარტებით, ქართულ ოცნებას დიდ ქალაქებში მყარი მხარდაჭერა არ გააჩნია.
„ქართული ოცნების ბევრი წარმომადგენელი ამაყობდა იმით, რომ გაივსო თავისუფლების მოედანი, რუსთაველი და უამრავი რაოდენობის ხალხი მოვიდაო. ყურადღება უნდა მიექცეს არა რაოდენობას, არამედ ხარისხს, თუ რამდენად იყვნენ ის ადამიანები გულანთებულები, რამდენად უჭერენ მხარს ქართულ ოცნებას და რამდენად სწამთ, რომ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში 2012 წლიდან დღემდე, ქართული ოცნების მოღვაწეობა დადებითად აისახება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობაზე, თუ ამ ადამიანებს აიძულეს?
გუშინ „მთავარმა არხმა“ გაავრცელა კონკრეტული ინფორმაცია, რომ ფულის დარიგება ხდებოდა. 284 000 საჯარო მოხელეა საქართველოში, რომლებიც ჩართულები არიან საჯარო საქმიანობაში, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე და მათ ჰქონდათ დავალება ნათესავების წამოყვანის და ა.შ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ თუნდაც პირველი ტური რომ ავიღოთ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მიუხედავად ქართულმა ოცნებამ პროპორციული არჩევნების ფარგლებში ნაკლები ხმა მიიღო. იგივეს ჰქონდა ადგილი 2020 წელს გამართული საპარლამენტო არჩევნების დროს.
ყველაფერს გადაწყვეტს მეორე ტური. ვიცით, რომ ქართულ ოცნებას არ გააჩნია მყარი მხარდაჭერა დიდ ქალაქებში.
მმართველი გუნდის და ოპოზიციის მხრიდან აქციების გამართვა მნიშვნელოვანია, რადგან ორივე მხარე ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ ხალხი არის მათ მხარეს და მათი მიზანია გაზარდონ ხალხის მოტივაცია, რომ არ დაიზარონ, გამოცხადდნენ არჩევნებზე.
მე ასე მგონია, რომ ოპოზიციის მიტინგზე უფრო გულით და სულით იყვნენ ადამიანები მისულები, მატ ფულს არავინ არ უხდის, ქართული ოცნების აქციას, რაც შეეხება მგონია, რომ ნაკლებად გულანთებული ადამიანები იყვნენ. მე ყველა მათგანს ჯანმრთელობას, ბედნიერებას და საქართველოს კეთილდღეობას ვუსურვებ“,- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
ვრცლად – განცხადებები აქციიდან:
“დღეს აქ შევიკრიბეთ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები” – აქციის მონაწილეებს პრემიერმა მიმართა