LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპტიმისტური პროგნოზით, შესაძლოა სექტემბერში გარე სივრცეში პირბადეები მოვიხსნათ: ივანე ჩხაიძე

145
სდფსდფ

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ოპტიმისტური პროგნოზით, შესაძლოა სექტემბერში გარე სივრცეში პირბადეები მოვიხსნათ. ამის სსახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

„30%-40%-ის მიღწევის შემთხვევაში, ამ რეკომენდაციის გაცემა უკვე შესაძლებელი იქნება. ჯერ სამწუხაროდ, ჩვენ შორს ვართ ამ ციფრისგან, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ტემპს, რა ტემპითაც ქვეყანაში მიდის ვაქცინაციის პროცესი, თუ გავითვალისწინებთ ივლისში მოსალოდნელი მასობრივი იმუნიზაციის კამპანიის დაწყებას, შესაძლებელია, ჩვენ ოპტიმისტური პროგნოზით, სექტემბერში, აგვისტოს ბოლოს მივიღოთ ის 40%-იანი მაჩვენებელი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას ამ მნიშვნელოვანი შეზღუდვის მოხსნის“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები