LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქტომბრიდან ოფიციალურად ამოქმედდება ლენდლიზი, რომელიც კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შესძენს უკრაინის წარმატებას – ამ ომში რუსეთი აუცილებლად დამარცხდება და უკრაინა გაიმარჯვებს: ზურაბ ბატიაშვილი

74
ზურაბ-ბატიაშვილი-რონდელის-ფონდის-მკვლევარი

უკრაინის ფრონტებზე უკრაინულმა ჯარმა წარმატებული ოპერაციები განახორციელა. უკრაინა ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლებას და ფრონტის თითქმის მთელ ხაზზე აქტიურ კონტრშეტევებს განაგრძობს.

რა ხდება ფრონტის ხაზზე და რა შეიძლება იყოს გარდამტეხი, რომ უკრაინამ მოახერხოს ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა – ამ თემაზე „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ანალიტიკოსმა, „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა ზურაბ ბატიაშვილმა ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინელთა რიგებში საერთო სურათი და განწყობა არის ამაღლებული იმ მხრივ, რომ უკრაინამ შეძლო სიტუაციის გარდატეხა უკვე უშუალოდ ფრონტის ხაზზე.

„მოხდა ის, რასაც ექსპერტები დიდი ხანია ელოდნენ – მოხდა გარდატეხა. ჯერ შეჩერდა რუსული არმიის შეტევა და შემდგომ უკვე უკრაინული მხარე კონტრშეტევაზე გადავიდა.

რუსეთის მიერ განხორციელებულ შეტევაზე უკრაინული მხარის წინააღმდეგობას დაერთო დასავლეთიდან შემოსული იარაღი და ამ ყველაფრის შედეგად საკმაოდ წარმატებული შედეგი მიიღეს. შედეგი, რომელსაც შეიძლება თვითონაც არ ელოდნენ. საკმაოდ წარმატებული პირველი კონტრშეტევა განახორციელეს უკრაინელებმა და მსგავს შედეგებს უნდა ველოდოთ მომავალშიც.

ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს და რუსეთი დამარცხდება. ამისთვის უკრაინას შესაბამისი შემართებაც აქვს. ასევე იარაღიც დასავლეთიდან, რომელიც კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს ოქტომბრიდან, როდესაც ლენდლიზი ოფიციალურად ამოქმედდება.

ვფიქრობ, რომ უკრაინა შეეცდება მესამე ცხელი ადგილის გაჩენას, რადგან რაც უფრო გაიფანტება რუსების ყურადღება, მით უკეთესი იქნება“, – განაცხადა ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები