LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორიგინალური საკლასო ოთახები – როგორ იწყება სასწავლო წელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

1410
classrooms

ძალიან მალე მთელ მსოფლიოში ახალი სასწავლო წელი დაიწყება, თუმცა მასწავლებლებს წელს გაცილებით მეტი შრომა მოუწევთ საკლასო ოთახში დისციპლინის დასაცავად, მით უფრო დაბალ კლასებში. მიუხედავად პანდემიისა და გამკაცრებული ზომებისა, მასწავლებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ გაუხალისონ ბავშვებს ახალი სასწავლო წელი. ფოტოკოლაჟი, რომელიც ყველაზე ორიგინალურად მოწყობილ საკლასო ოთახებს ეძღვნება დაგარწმუნებთ, რომ ზოგი მასწავლებელი ძალიან კრეატიული აღმოჩნდა, ამ იდეების გამოყენება კი მათ კოლეგებსაც დაეხმარება სასწავლო პროცესის გახალისებაში.

ზოგმა მასწავლებელმა საკლასო ოთახში მერხები დისტანციურად განალაგა და ორიგინალურად გააფორმა. ზოგი ამას არ დაჯერდა და გეგმავს, მათ სპეციალური ქუდები დაურიგოს, რომლითაც ერთმანეთთან მიახლოება გაუჭირდებათ. ორიგინალური კლასის კარის შეღებისას შესაძლოა პლაჟზე, ავტოპარკში ან ნავსადგურში აღმოჩნდეთ. შესაძლოა საკლასო ოთახში ლაბორატორიაც დაგხვდეთ. ფაქტია, რომ ოთახები ერთმანეთზე ორიგინალურადაა გაფორმებული…

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები