“ორჯერ ვაქცინირებული მოქალაქეების გარდაცვალება პანიკის საფუძველს არ იძლევა, რადგან ასეთი შემთხვევა არის 0.001 %”,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
“მსოფლიოში მსგავსი ერთეული შემთხვევები ფიქსირდება და სამწუხაროდ საქართველოშიც არის. თუმცა, ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, ვინაიდან ეს არის 0.001%-ია.
ასეთ პაციენტებში იყო განვითარებული სიცოცხლისთვის შეუსაბამო სხვადასხვა დაზიანებები, რომელიც მათი ქრონიკული დაავადებებისგან იყო გამოწვეული და ამ შემთხვევაში, ექიმების ძალისხმევაც უშედეგო აღმოჩნდა“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, კახეთში იმყოფება, სადაც ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლებს, პედაგოგებსა და ბიზნესმენებთან ვაქცინაციის საკითხზე შეხვედრას მართავს.