LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ეტაპზე 16 წლის ასაკიდან მოქალაქეების აცრა „ფაიზერის“ გარდა, სხვა ვაქცინების შემთხვევაში არ იგეგმება: თენგიზ ცერცვაძე

232
1626423598-6-imedi

“ორშაბათიდან ჩვენთან დაიწყება 16 წლის ასაკიდან მოქალაქეების აცრა “ფაიზერის” ვაქცინით”, – ამის შესახებ ინფექციოური საავადმყოფოს დირქტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით,  ამ ეტაპზე აღნიშნული ასაკიდან აცრა „ფაიზერის“ გარდა, სხვა ვაქცინების შემთხვევაში არ იგეგმება.

„არ იგეგმება, რადგან მსგავსი კვლევა არ ჩაუტარებიათ და ეს თეორიულადაც არ იგეგმება. ასეთი კვლევა ჩაატარა მხოლოდ „ფაიზერმა“. ახლო მომავალში არ იგეგმება, თორემ, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე თვეში სხვებიც ჩაატარებენ და ისინიც უსაფრთხო იქნება. მაგალითად, ჩინური ვაქცინა მოზრდილებში ყველაზე უსაფრთხოა და რატომ უნდა იყოს სახიფათო ბავშვებში. მაგრამ კვლევა არ ჩატარებულა, კვლევას თუ არ ჩაატარებ, არ გაქვს უფლება ბავშვებში გამოიყენო. „ფაიზერმა“ კვლევა ჩაატარა, ის ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი კომპანიაა და ორშაბათიდან ჩვენთან იწყება 16 წლიდან აცრა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის მთავრობის მიერ საჩუქრად გადმოცემული “ფაიზერის” ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში 24 ივლისს შემოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები