LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორშაბათიდან საცალო-საბითუმო მაღაზიები და ყველა სახის წარმოება იხსნება

232
7

ორშაბათიდან, ანუ 11 მაისიდან ქვეყანაში საცალო და საბითუმო მაღაზიები, ასევე ყველა სახის წარმოება გაიხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მან დეტალურად ისაუბრა, თუ რა სახის მაღაზიებზეა საუბარი და თუ ვინ შეძლებს, საქმიანობის განახლებას ორშაბათიდან.

„ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით, ჩვენ შეგვიძლია გარკვეული სექტორების გახსნა დავაჩქაროთ, ისევე როგორც აქამდე დავაჩქარეთ მშენებლობის გახსნა ერთი კვირით და მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა წარმოების. დღეს გვაქვს საშუალება, რომ გარკვეული სექტორები გავხსნათ უფრო ადრე, ვიდრე ეს იგეგმებოდა. კერძოდ, 11 მაისიდან, ანუ ორშაბათიდან ჩვენ გავხსნით აბსოლუტურად ყველა სახის წარმოებას. გარდა ამისა, ჩვენ გავხსნით ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიას, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და არ ვაჭრობს ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით“, – აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ, აქვე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ეს არ ეხებათ სავაჭრო მოლებს და იმ მაღაზიებს, რომლებიც ფეხსაცმლითა და ტანსაცმლით ვაჭრობენ. დანარჩენი, ყველა ტიპის მაღაზია შეძლებს ორშაბათიდან ამოქმედდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები