LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსული გოგო, რომელმაც გუშინ გაიგო, რომ ერთ თვეში დედა ხდება – მანანა მგალობლიშვილი მას ახლოდან გვაცნობს

2165
pregnantnews

გუშინ რეპროდუქციული მედიცინის ცენტრმა გაავცელა ვიდეო, სადაც მაია მექვაბიძის ისტორია იყო მოყოლილი. ახალგაზრდა ქალმა მხოლოდ გუშინ შეიტყო , რომ 34 კვირის ორსული იყო და ორი ქალიშვილის შემდეგ, მალე ბიჭის დედა გახდებოდა. ვიდეოს უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. გაჩნდა კითხვები, როგორ ვერ გაიგო ახალგაზრდა ქალმა, რომ ის ორსულად იყო.

ერთ თვეში ელოდება მშობიარობას, ხოლო ორსულობის შესახებ მხოლოდ დღეს გაიგო!  – იშვიათი შემთხვეა რეპროდუქციული მედიცინის ცეტრში

დღეს კი ცენტრის ხელმძღვანელი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი ორსული ქალის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ მას მუცელი მცირედით ეტყობა:

,,მოკლედ, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ჩვენი კლინიკის პოსტმა იმის შესახებ, რომ პაციენტი მაია მიქაბერიზე, რომელიც ჩვენთან მოვიდა გასინჯვაზე, სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა… 8 თვის ორსული!!! ექიმი-ექოსკოპისტი ლელა მალანია . უამრავი ადამიანი და მედიასაშუალება გამოეხმაურა ამ ფაქტს, ამასთანავე ბევრ ადამიანს უჭირს დაჯერება ამ მართლაც უცნაური ამბავის და არც მიკვირს, რადგან პირადად ჩემს 20 წლიან საექიმო პრაქტიკაში ეს პირველი შემთხვევაა. მეც შოკში ვარ.. ოღონდ მხიარულ შოკში.. აქ ამ ვიდეოს გარდა ვაქვეყნებ სურათებს პაციენტის კიდევ 2 არაჩვეულებრივ შვილებთან – ლიზი და მარტასთან ერთად, რომელთა მუცლადყოფნის პერიოდმაც ჩვენს ხელში გაიარა ქეთინო მგალობლიშვილის მეთვალყურეობით და დღეს ძალიან ბედნიერები არიან, რადგან სულ რაღაც 1 თვეში დედამ სერიოზული ,,სიურპრიზი” მოუწყო და უმცროსი ძმა ეყოლებათ ნაყოფის და დედის მდგომარეობა კარგია, მშვიდობიან მშობიარობას ვუსურვებთ” – წერს მანანა მგალობლიშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები