LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორთაჭალაში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა

220
a85027b

ორთაჭალაში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მუშები აღნიშნულ შენობაში სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდნენ.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ამტელ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

შსს-ს ცნობით მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები