LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოშპიტელი-გუდამაყრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე კლდოვანი ფერდობი ჩამოიშალა – 22 სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს

144
Untitled design (6)

გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოშპიტელი-გუდამაყრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, კლდოვანი ფერდობი ჩამოიშალა, შემთხვევის შედეგად კი გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი 22 სოფელი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი.

აღნიშნულ ინფორმაციას და ფოტომასალას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ფერდობის ჩამოშლა უხვმა ნალექმა გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, თუმცა, კვლავ არსებობს კლდოვანი ფერდობის ჩამოშლის საშიშროება, ამიტომ გაწმენდითი სამუშაოები ამ ეტაპზე არ დაწყებულა.

როგორც მერიაში აცხადებენ, მუნიციპალიტეტმა შესაბამისი რეკომენდაციებისთვის მიმართა როგორც საინჟინრო გეოლოგიური კვლევისა და რისკების შეფასების სააგენტოს, ასევე, ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და საქართველოს გარემოს ეროვნულ სააგენტოს.

გავრცელებული ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები შესაბამისი სპეციალისტების მიერ საკითხის შესწავლის და რეკომენდაციების გაცემის შემდგომ ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g