ოთქმა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.
ინფორმაციას ამის შესახებ შვედეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
შვედეთის საჰაერო ძალების უფროსის კარლ-იოჰან ედსტრომის განცხადებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მომხდარს სერიოზულად აფასებენ, რადგან ეს არის არაპროფესიონალური და უპასუხისმგებლო ქმედება რუსეთის მხრიდან.
მისივე თქმით, შვედეთის მხარე სიტუაციას სრულად აკონტროლებს.
სამხედრო გამანადგურებლებიდან ორი SU 27 და ორი SU 24 იყო. საჰაერო სივრცის დარღვევა კი ხანმოკლე იყო და გოთლანდის აღმოსავლეთით დაფიქსირდა.
ვითარება უკრაინაში – მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: