LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთო აბესაძე: „როდესაც ტელეფონში 1 200 დოლარიანი “ბოტასი” გაქვთ და ფეხზე 30 ლარიანი გაცვიათ ე.ი. რაღაც წესრიგში ვერ არის“

1138
BeFunky-collage (3)

ეკონომისტი ოთო აბესაძე ციფრული ბოტასების შესახებ საკუთარ მოსაზრებას უზიარებს სოციალური ქსელის მომხმარებლებს.

საუბარია ბლოკჩეინ Solana-ზე აგებულ აპლიკაციაზე STEPN, რომელმაც მსოფლიოში და უკვე საქართველოშიც, განსაკუთრებული პოპულარობის მოპოვება მოახერხა.

“ბევრმა მკითხა აზრი ე.წ ”ბოტასით” ფულის გამომუშავების შესახებ

მოდი ასე გეტყვით ‼️ როდესაც ტელეფონში 1 200 დოლარიანი “ბოტასი” გაქვთ და ფეხზე 30 ლარიანი გაცვიათ ე.ი. რაღაც წესრიგში ვერ არის

არცერთი ბიზნესი დედამიწაზე არ შექმნილა იმის გამო, რომ ფული იშოვოს “ყველამ”.

ფინანსური პირამიდები იხვეწება (მარტივი გამდიდრების სურვილით შეპყრობილების ხარჯზე) ვისაც არ გახსოვთ რა არის Q NET დასერჩეთ და ნახავთ. 5-6 წლის წინ მისი ბუმი იყო საქართველოში

იმუშავეთ 25 საათი კვირაში 8 დღე, ატრიალეთ იდეები, შექმენით ახალი, იფიქრეთ სულ და მერე მართლა იყიდით 1 200 დოლარიან ბოტასს ოღონდ ნამდვილს”, – წერს ოთო აბესაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g