ოზურგეთში 55 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს თავს საკუთარ სახლში დაესხნენ. დაჭრილი მამაკაცი კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 120- ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.