LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემია და ომი – რუსთავის თეატრის ახალი სპექტაკლი ბოლოდროინდელ მოვლენებს პასუხობს

201
rustavis-teatri

5 აპრილს, 20.00 სთ-ზე, რუსთავის თეატრი მორიგ პრემიერას წარმოადგენს. კარელ ჩაპეკის ,,თეთრი ჟამი“ რუსთავის თეატრის მსახიობებისა და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების პირველი კოლაბორაციული ნამუშევარია, რომელიც მემორანდუმის ფარგლებში სოსო ნემსაძემ დადგა.

ჩეხმა დრამატურგმა კარელ ჩაპეკმა, რომელიც ჰიტლერის მთავრობას პერსონა ნონ გრატად ჰყავდა გამოცხადებული, პიესა სახელწოდებით ,,თეთრი ჭირი“, რომელიც მკვეთრად ანტიფაშისტური ნაწარმოებია, 1937 წელს დაწერა.

„თეთრი ჭირი“ მისი ერთ-ერთი უკანასკნელი პიესაა, რომელშიც, აღწერილია პატარა უსახელო ქვეყნის საუკუნის დასაწყისის დროინდელი ყოფა, სადაც მოულოდნელად გაჩნდება ჭირი. ავადმყოფობას „თეთრ ჭირად” მოიხსენიებენ, რადგან მის მსხვერპლებს სხეულზე თეთრი ლაქები უჩნდებათ. საინტერესოა, რომ დაავადებულთა აბსოლუტური უმრავლესობა 45 წელს გადაცილებული ადამიანები არიან. ახალგაზრდებს ავადმყოფობა ვერ ერევა. ერთიანად შიშის მომგვრელია ამ დროს ერთ-ერთ რიგით ოჯახში ახალგაზრდების მშობლებთან საუბარი, რომლებიც კმაყოფილი არიან მიმდინარე მოვლენებით, რადგან მათი აზრით, სამუშაო ადგილების არარსებობის გამო, თეთრი ჭირი დადებით სამსახურს გაუწევს ახალ დიპლომაღებულ ახალგაზრდებს.

პარალელურად, დიდ სახელმწიფოთა შორის მიმდინარეობს ომი, რომელსაც უძღვება ვინმე უსახელო მარშალი. მარშალი ომს ე.წ. „მცირე სახელმწიფოს” დაპყრობით იწყებს. ამასობაში კი, ჭირი აგრძელებს მოქმედებას. ყველასგან მოულოდნელად, გამოჩნდება ექიმი – გალენი, რომელიც ფლობს ავადმყოფობის საწინააღმდეგო ვაქცინას, თუმცა რეცეპტის გამჟღავნებაზე უარს ამბობს. ამ უკანასკნელზე მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდება, თუ დიდი სახელმწიფოები შეწყვეტენ ომს და ხელს მოაწერენ საყოველთაო მშვიდობის აქტს.

ჩაპეკის ,,თეთრი ჭირი“ ძალიან ორგანულად შეერწყა ბოლო დროინდელ მსოფლიო მოვლენებს, ერთის მხრივ პანდემიის, მეორეს კი ომის ქარცეცხლის თვალსაზრისით. რუსთავის თეატრის წარმოდგენა, ერთგვარი შეჯამება  და გაანალიზება იქნება დროებისა, რომელმაც უამრავი ადამიანი შეიწირა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები