LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის დროს საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა – დავით ზალკალიანი

73
79762406-10156477682745899-6999136494346567680-o

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უცხოეთის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ადგილზე დახმარებისა და მათი სამშობლოში დაბრუნების შესახებ სტატისტიკა წარმოადგინა.

პანდემიის დროს სამშობლოში საქართველოს 10 000 მოქალაქე დაბრუნდა, – განაცხადა დავით ზალკალიანმა პრეზენტაციის წარდგენისას.

“ჩვენი სახელმწიფო განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების პროცესს. დღეს უკვე 10 000-ს გადააჭარბა „კოვიდ 19“-ის გავრცელების პირობებში, სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობამ. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო გაუთვალისწინებელი გამოწვევების წინაშე დადგა, ამ მონაცემებით, საქართველოს უკვე უჭირავს ღირსეული პოზიცია მსოფლიო ქვეყნებს შორის. ჩვენი მიდგომა უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დაბრუნების და ადგილზე მათი დახმარების გაწევის საკითხში, სამაგალითო შეიძლება აღმოჩნდეს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ფრენების ახალი განრიგი ცნობილია

მინისტრის თქმით, საქართველო საერთაშორისო ფორმატებში ამ საკითხზე საკუთარი გამოცდილების გაზიარებას აპირებს.

„ჩვენ ვაპირებთ მომავალში ამ მიმართულებით ამ გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში. პანდემიის გავრცელებისთანავე, საკოორდინაციო საბჭომ საგარეო უწყების საქმიანობის მთავარ მიმართულებად განსაზღვრა ორი ძირითადი მიზანი. პირველი, უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა ადგილზე და მეორე, მოქალაქეების უსაფრთხო, ეტაპობრივი დაბრუნება საქართველოში“, – განაცხადა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დაავადების გავრცელების პირველივე ეტაპზე, უცხოეთში მყოფი საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პრევენციული ნაბიჯები გადადგა.

„ამის საუკეთესო მაგალითია, რომ ეპიდაფეთქების საწყის ეტაპზე, მაშინ, როდესაც ეს პრობლემა არ იყო გავრცელებული მთელს მსოფლიოში, მოხდა ჩვენი მოქალაქეების გამოყვანა პანდემიის მაღალი რისკის ზონებიდან, კერძოდ, იტალიიდან და ჩინეთიდან.

მსოფლიოში დაწესებული უპრეცედენტო შეზღუდვების ფონზე ვგეგმავდით სატრანზიტო მარშრუტებსაც, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან ე.წ გამგზავრების ჰაბებში ჩაგვყავდა და ასევე უზრუვნელვყოფდით, სახმელეთო მონაკვეთზე გადაადგილების შესაბამის დერეფრნებსა და ტრანსპორტირებას“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები