LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ფრენების ახალი განრიგი ცნობილია

123
93786086-10156796708965899-2461835753252978688-o

“საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში დასაბრუნებლად ახალი რეისები განისაზღვრა”, – ამის შესახებ  საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. ზალკალიანის ინფორმაციით, ახალი რეისების განრიგი ასეთია:

  • 12 მაისი: ლონდონი-თბილისი

  • 15 მაისი: ამსტერდამი-თბილისი, რომლითაც სპეციალურად მხოლოდ აშშ-დან წამოსული საქართველოს მოქალაქეები ისარგებლებენ.

  • 18 მაისი: ლარნაკა- თბილისი

  • 20 მაისი: ათენი- თბილისი

  • 22 მაისი: რომი- თბილისი

პრეზენტაციაზე დავით ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნება შემდგომშიც გაგრძელდება.

“ჩვენი სახელმწიფო განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების პროცესს. მოქალაქეთა დაბრუნება ხორციელდება სამი გზით – საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო. გრძელდება ავიარეისების დაგეგმვა და განხოციელება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში დაბრუნების მსურველთა იდენტიფიკაცია ხორციელდება საკოორდაცნიაციო საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმებით და შესაბამისი ფორმებით, რაც პირველ რიგში  გულისხმობს განსაკუთრებული საჭიროების ადამიანების ბილეთებით უზრუნველყოფასა და გამომგზავრებას. შედეგად სახელმწიფომ ქრონიკული დაავადების და სხვა განსაკუთრებული საჭიროების 2928 პირი დააბრუნა სამშობლოში. მოქალაქეების დაბრუნების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება”, – აცხადებს ზალკალიანი.