რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გადაწყვიტა, პანდემიის მიუხედავად, ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლის იუბილე სრულად არ გადადოს. პუტინმა რეგიონების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ  9 მაისს საჰაერო აღლუმი გაიმართება.

„სამამულო ომის გმირებს სააღლუმო მწყობრით პატივს მიაგებს საავიაციო ტექნიკა, თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები და ვერტმფრენები“, – განაცხადა კრემლის ლიდერმა.

მისივე ინფორმაციით, 9 მაისს რუსეთის ქალაქებში გამარჯვების აღსანიშნავად ფოიერვერკებს გაუშვებენ.

პუტინმა განმარტა, რომ აღლუმი მოგვიანებით, პანდემიის დამთავრების შემდეგ აუცილებლად გაიმართება.

მოსკოვში საცხრამაისო აღლუმი ...

პანდემიამდე რუსეთის ლიდერმა 9 მაისის „პარადზე“ დასასწრებად მსოფლიო ლიდერები დაპატიჟა, მაგრამ  მას შემდეგ, რაც რეპეტიციებზე ასობით ჯარისკაცი კორონავირუსით დაინფიცირდა, აღლუმი გადადო.  

ცნობისთვის, რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 93 ათასს გადააჭარბა. ოფიციალური მონაცემებით 867 გარდაცვლილია. დაინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთმა ჩინეთს და ირანს გადაასწრო.

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05