LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის წევრები დღეს საჯაროდ აიცრებიან

63
პარლამენტარებ

საქართველოს პარლამენტის წევრები დღეს, 6 მაისს საჯაროდ ერთად აიცრებიან.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დეპუტატები კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას რესპუბლიკურ საავადმყოფოში 13:00 საათზე გაიკეთებენ.

შეგახსენებთ, ვაქცინაციის პროცესში მიმდინარე კვირიდან მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვნენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

მათივე გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფებად განისაზღვრებიან ტურიზმის და ზოგადად, მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, კონტროლიორები.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს, „სინოფარმით“ აცრა კი 4 მაისიდან დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები