LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში 148 დეპუტატის ხილვა, ქვეყნის მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობის დაწყების შესაძლებლობას იძლევა: კარლ ჰარცელი

47
კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩის საქართველოში, კარლ ჰარცელის განცხადებით, გუშინ მნიშვნელოვანი მომენტი იყო, როდესაც პარლამენტში 148 დეპუტატი ვიხილეთ. მისი თქმით, ეს ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობის დაწყების შესაძლებლობას იძლევა.

აღნიშნულის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 19 აპრილის შეთანხმებას ხელს მოაწერს.

„იმედი მაქვს და ველოდები, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ დოკუმენტზე ხელმოწერის შესაძლებლობას განიხილავს და წარმოჩნდება როგორც კონსტრუქციული. პარლამენტში ყოფნის პასუხისმგებლობის აღება, ასევე დოკუმენტზე ხელმოწერის შესაძლებლობის გამოყენება, ამ მზაობის ძლიერი სიგნალი იქნება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები