დღეს პრემიერ მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას პარლამენტში ელოდებიან. გახარიასთან ერთად, მინისტრობის კანდიდატებს ფრაქციის ფორმატში მოუსმენენ.
ყველა დეპუტატს “ქართული ოცნებიდან” შესაძლებლობა ექნება, სხვადასხვა დარგისა და მიმართულების მინისტრობის კანდიდატს და ასევე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს პროგრამასთან დაკავშირებით დაუსვას შეკითხვები.
„პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა წარმოადგინა მთავრობის შემადგენლობა და ის კანდიდატები, რომლებმაც მთავრობაში უნდა დაიკავონ პოზიციები პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების საფუძველზე დაიწყო საკომიტეტო მოსმენები, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დარგობრივ კომიტეტებში სხვადასხვა მინისტრობის კანდიდატების მოსმენა, გუშინ საღამოს დასრულდა ეს პროცესი, ხოლო დღეს უკვე გაიმართება ფრაქციის ფორმატში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ხელმძღვანელობით, მთავრობის ყველა წევრის მოსმენა, რომლის საფუძველზეც უკვე ყველა დეპუტატს ფრაქციიდან შესაძლებლობა ექნება, სხვადასხვა დარგისა და მიმართულების მინისტრობის კანდიდატს და ასევე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, დაუსვას შეკითხვები იმ პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც ასახავს ძირითად მიმართულებებს ქვეყნის შემდგომი ოთხწლიანი განვითარების მიმართულებით. ეს პროგრამა ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა ორიენტირებული.”- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ.