LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში ვბრუნდებით… მოვედით, რომ საქმე ვაკეთოთ, ბოიკოტმა თავისი როლი შეასრულა: რომან გოცირიძე

82
რომან-გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში „საქმის გასაკეთებლად მივიდა“. მისივე თქმით, „ბოიკოტმა თავისი როლი შეასრულა და თავისი თავიც ამოწურა“.

გოცირიძის განცხადებით, სწორედ ბოიკოტის დამსახურებაა ის, რომ პარლამენტში კონსტიტუციის ცვლილებაზე, საარჩევნო კანონმდებლობაზე და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე მიდის საუბარი.

მისივე თქმით, პარტია ყველა კანონპროექტის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას.

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მივიდა

შევდივართ და შევდივართ, მეტი რა უნდა ვთქვა – ნატო ჩხეიძე

„როგორც ხედავთ, პარლამენტში ვბრუნდებით. მოვედით, რომ საქმე ვაკეთოთ, ბოიკოტმა თავისი როლი შეასრულა და თავის თავიც ამოწურა. რა თქმა უნდა, ბოიკოტმა თავისი შედეგი გამოიღო, ვინაიდან სწორედ ამ ბოიკოტის შემდეგ ხდება იმ საკითხების დაძვრა, რასაც პარლამენტში განვიხილავთ, მათ შორის, კონსტიტუციის ცვლილება, საარჩევნო კანონმდებლობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ასე შემდეგ. გადავდივართ სხვა ეტაპზე. ბოიკოტმა თავისი როლი შეასრულა, თავის თავიც ამოწურა.

დღეს ვართ პარლამენტში, რათა ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში სამართლიანი, გაუყალბებელი არჩევნების ჩატარებას და მოვიცილოთ ეს წარუმატებელი ხელისუფლება მმართველობიდან

მათ შორის, ამნისტიის კანონთან დაკავშირებით, ჩვენ გვექნება ჩვენი პოზიცია. ბუნებრივია, ახლაც ვიწყებთ მუშაობას ყველა იმ კანონთან დაკავშირებით, რაც გამოდის“, – აღნიშნავს გოცირიძე.

magti 5g