LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტთან აქცია “სირცხვილია” მიმდინარეობს (ფოტო/ვიდეო)

556
70406538-3075315265875966-1638940235750440960-n

20 ივნისის აქციის დაშლიდან სამი თვის თავზე, სამოქალაქო კამპანია ”სირცხვილიას” ორგანიზებით, პარლამენტის შენობის წინ, ფართომასშტაბიანი აქცია იმართება.

მოძრაობის საორგანიზაციო ჯგუფმა დღევანდელ აქციაზე ერთ წლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომელიც როგორც თვითონ აცხადებენ, არის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და პროდასავლური ძალების კოორდინირებული მოქმედების შესაძლებლობა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დღეიდან აქციები შეწყდება და აღნიშნული მოძრაობა გადავა სხვა კონკრეტულ აქტივობებზე, რომელიც გულისხმობს საზოგადოების მეტ ჩარტულობას და გამჭვირვალეობას 2020 არჩევნებისთვის. ასევე, ერთწლიანი გეგმა გულისხმობს რეგიონებში ვიზიტებს და შეხვედრებს მოსახლეობასთან.

”სირცხვილიას” ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ სამოქმედო გეგმა არის რეალური საშუალება არ მოხდეს მომავალი არჩევნების გაყალბება. მისივე თქმით მოძრაობას არჩევნებზე ეყოლება თითო წარმომადგენელი და ყოველი ამომრჩევლის ხმა იქნება დაცული.
სამოქალაქო მოძრაობა ”სირცხვილიას” მიერ ორგანიზებულ აქციაზე დღეს რამდენიმე ათასი მოქალაქე შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც, ცნობილი სახეები.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები