LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს

240
ალტ-ინფო

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, რომელსაც ძალადობრივი დაჯგუფება – „ალტ-ინფოს“ აწყობს, მოძრაობის წარმომადგენლებმა ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს. 

„ალტ-ინფოს“ პრორუსული დაჯგუფება თბილისში 7-9 მარტს განვითარებული მოვლენების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე, კონტრაქციას მართავს და ევროკავშირის საწინააღმდეგო განცხადებებით გამოდის.

 

 

ცნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, NATO-ს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დროშის ან გერბის შებღალვა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით.

განმეორების შემთხვევაში გამოიწვევს დაჯარიმდებას 2 000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ევროკავშირის ან ნატოს სიმბოლოს შებღალვისთვის 1000-ლარიანი ჯარიმა დაწესდა

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ სპეციალური მუხლი 2021 წლის მოვლენების შემდეგ ჩაიდო, როცა „ალტ ინფოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები