პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით, ცრემლსადენი გაზისა და წიწაკის სპრეის ზემოქმედების შედეგად რამდენიმე მოქალაქე დაშავდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა მათ ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება.
ამ დრომდე არ ვრცელდება ოფიციალური ინფორმაცია დაშავებულების კლინიკაში გადაყვანის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის სასარგებლოდ ხმა 76 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 13 წავიდა.
პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს
ვინ არ დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი – სია
აქციაზე წყლის ჭავლის მანქანა გამოჩნდა
პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა
პარლამენტთან ცრემლსადენი გაზი გაუშვეს
ფოტო: ინტერპრესნიუსი