LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს

131
jjdjdjdjjdjdjdj;;;;

პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს.

პარლამენტის მიმდებარედ 9 აპრილის ქუჩა სპეცრაზმმა გადაკეტა.

აქციის მონაწილეები კორდონის გარღვევას ცდილობენ და ადგილზე დაპირისპირებაა.

აქტივისტების წინააღმდეგ იყენებენ ცრემლსადენ გაზს და წიწაკის სპრეის.

დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, დაკავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტის იმ შესასვლელის მოქალაქეებისგან გათავისუფლებას ცდილობს, საიდანაც პარლამენტი დეპუტატებმა უნდა დატოვონ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის სასარგებლოდ ხმა 76 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 13 წავიდა.

ვინ არ დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი – სია

აქციაზე წყლის ჭავლის მანქანა გამოჩნდა

პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა

პარლამენტთან ცრემლსადენი გაზი გაუშვეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g