LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტია “მოქალაქეები” გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

85
6ალექსანდრე-ელისაშვილი-1

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი  „ტვ პირველის“ ეთერით გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდიან.

„ჩვენ თავზარდამცემი ჩანაწერები მოვისმინეთ. გავიდა რამდენიმე დღე და არ გვაქვს პასუხი მთავარ კითხვებზე – არის თუ არა ჩანაწერები ავთენტური, იკავებდნენ თუ არა მაღალ თანამდებობას ჩანაწერებში მოსაუბრე ადამიანები ჩანაწერების გაკეთების დროს და შესაბამისად, იყენებდნენ თუ არა სახელისუფლო მექანიზმებს ადამიანებზე ზეწოლისთვის. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვებია, რაზეც წესით გამოძიებას პასუხი უნდა ჰქონდეს. ჩვენ რომ ნორმალური ქვეყანა ვიყოთ, ამდენ ხანს გამოძიება დაწყებული იქნებოდა. ამის ნაცვლად, ჩვენ პოლიტიკურ ინსინუაციებს და სხვადასხვა სტუდიაში განხილვებს ვხედავთ. არის პოლიტიკური მარჩიელობა, ნაცვლად იმისა, რომ მკაფიო პასუხები გამოძიებისაგან გვქონდეს.

პროკურატურამ შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს კიდეც, მაგრამ მის მიმართ ნდობა ობიექტური მიზეზების გამო არის ნულს ქვემოთ“, – განაცხადა ბრიფინგზე დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა.

მათივე თქმით, უპირველესად , „ქართული ოცნების“ ინტერესშია ყველა დასმულ შეკითხვას პასუხი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გაეცეს.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერები მიმართავენ ოპოზიციას, დაეხმარონ აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაში, რადგან რეგლამენტის თანახმად, 30 ხმა საკმარისია საკითხის ინიცირებისათვის, ხოლო 50 ხმა – კომისიის შექმნაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

 

mazda magti 5g