ცოტა ხნის წინ, სამეფო ოჯახის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ფოტოზე ჩვენ პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის უკვე წამოზრდილი შვილები ვიხილეთ. მათ შორის, პრინცი ჯორჯი, რომელიც სამეფო ტახტის პირველი მემკვიდრეა, პრინცესა შარლოტა და პრინცი ლუი.
ამჯერად მედიის ყურადღება პრინცესა შარლოტამ მიიქცია. 6 წლის ქერათმიანი პრინცესა ახალ ფოტოზე საოცრად ჰგავს თავის დიდ ბებიას, დედოფალ ელისაბეთს. ამ დრომდე ეს ვერსია მედიაში ხშირად განიხილებოდა, თუმცა ახალმა ფოტოებმა მსგავსება უფრო თვალშისაცემი გახადა.
როცა კამერა გამორთული გგონია – პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის ფლირტი კამერებს მიღმა