LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატიმარი სახეში აყრის, რაც მაგიდაზე დევს და წყალსაც ასხამს ექთანს: იუსტიციის სამინისტრო საპატიმროში გადაღებულ ვიდეოს ასაჯაროვებს (ვიდეო)

830
xgfncb

საქართველოს პარლამენტში დღეს იუსტიციის მინისტრისა და სახალხო დამცველის წლის ანგარიში მოისმინეს. ანგარიშის წარდგენა კამათის ფონზე მიმდინარეობდა. მინისტრი და სახალხო დამცველი რამდენიმე პრობლემის არსებობაზე ვერ შეთანხმდნენ. თეა წულუკიანმა დეპუტატებს ვიდეომასალა წარუდგინა, სადაც პატიმრები ციხის თანამშრომლებზე ფიზიკურად ძალადობენ. ეს იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის პასუხი სახალხო დამცველის ანგარიშზე.

ვიდეო, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს, მოცემულია 5 ფაქტი და ძირითადად სამედიცინო პერსონალზე ხდება ძალადობა პატიმრის მხრიდან. აღნიშნული ფაქტებიდან სამზე, მინისტრმა ვრცლად თავის გამოსვლაში ისაუბრა.

 

„ამ ვიდეოზე წითელშარფიანი ქალბატონი, რომელიც შემოდის საკანში, გახლავთ სახალხო დამცველის წარმომადგენელი. დანარჩენი კი პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები და ერთი პატიმარია. ამ ვიდეოზე ჩანს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელი აბსოლუტურად თავისუფლად შედის საკანში, როგორც ამას გვავალებს კანონი, იმ მომენტში, როდესაც პატიმარი ეჩხუბება ექთანს. შემდეგ ეს პატიმარი სახეში აყრის მაგიდიდან, რაც მაგიდაზე დევს და წყალსაც ასხამს ექთანს. სახალხო დამცველის წარმომადგენელი ამას ესწრება. რა ხდება შემდეგ? შემდეგ ხდება ის, რომ ეს დავა გრძელდება და პატიმარი დაწვდება, შეგვიძლია ეს გაჩვენოთ, მაგრამ გრძელი ვიდეოა. თუ ეჭვი შეგეპარებათ სიმართლეში, გაჩვენებთ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ნინო ლომჯარია იუსტიციის მინისტრს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტზე №2, №8, №14 და №15 პენიტენციურ დაწესებულებებში საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებით წარსდგა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები