საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი მადლობას უხდის იმ დიპლომატებს, რომლებიც მოლაპარაკებებში მონაწილეობას განაგრძობენ, რაც შეეხება ევროპარლამენტარების განცხადებებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ მთავარი პათოსი იყო ის, რომ ევროპის სახელით საქართველოში რევანში ვერ შედგება.
“ზოგიერთი განცხადება რიგ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, იყო გამსჭვალული პოლიტიკური სუბიექტურობით, მაგრამ მთავარი და მთავარი არის ის, რომ ყველამ დიალოგისკენ მოგვიწოდა.
მე რაც ამოვიკითხე და დავინახე საერთო პათოსი იყო ის, რომ ევროპის სახელით საქართველოში რევანში ვერ შედგება. ეს არის ფაქტი”- განაცხადა ჩიქოვანმა.
ცნობისთვის, ევროდეპუტატებმა პლენარული სხდომის ფარგლებში გამართულ დებატებზე, სადაც საქართველოში შექმნილი ვითარება განიხილეს, აღნიშნეს, რომ საქართველო პოლიტიკურ კრიზისში ვერ დარჩება დიდი ხნით მძევლად. ევროპელი კანონმდებლები ქართველ კოლეგებს კვლავ დიალოგისკენ მოუწოდებენ და ამასთან, იმედს გამოთქვამენ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერილი მედიაცია შედეგს გამოიღებს.
ამავე თემაზე:
ყველა მხარემ უნდა შეიტანოს წვლილი კომპრომისის მიღწევაში: ჟოზეპ ბორელი