LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა მხარემ უნდა შეიტანოს წვლილი კომპრომისის მიღწევაში: ჟოზეპ ბორელი

132
ჯოზეპ-ბორელი

“საქართველოში პოლიტიკური ვითარება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რაც ქვეყნის დემოკრატიულობას ძირის გამოთხრით ემუქრება”,-ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა.

„საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. საქართველოსთან ასოცირების ამბიციური შეთანხმება გვაქვს გაფორმებული. სამწუხაროდ, პოლიტიკური ვითარება საქართველოში და მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ამან შესაძლოა საქართველოს დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს. ვიმეორებ, ყველა მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები სიტუაციის განმუხტვისთვის. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ახლახან ეწვია საქართველოს და ჩვენ მოველით, რომ პოლიტიკური პარტიები წინ წაიწევენ დიალოგის კუთხით. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ასევე შეუწყობს ხელს ამ მედიაციას. ყველა მხარემ უნდა შეიტანოს წვლილი კომპრომისის მიღწევაში. ქართველი ხალხის ინტერესი პირველ ადგილზე უნდა იყოს. ყველა აქტორმა თავი უნდა შეიკავოს პროვოკაციული ქმედებებისგან. პროგრესის თვალსაზრისით, ევროკავშირი პრიორიტეტად განიხილავს დემოკრატიის კონსოლიდაციას, მათ შორის საარჩევნო რეფორმას, პოლიტიკურ სტაბილურობასა და ინკლუზიურ საპარლამენტო პროცესს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა“, – განაცხადა ბორელმა.

ამ წუთებში, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები მიმდინარეობს. დღის წესრიგში საკითხი ევროპელი დეპუტატების ინიციატივით დადგა. ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დასასწრებად იმყოფება საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g