პატრიარქი დიდი ხუთშაბათის მსახურებას სამების საკათედრო ტაძარში ესწრება. ამის შესახებ „ფორტუნას“ პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა.
„მე სხვა ტაძარში ვესწრები წირვას, მაგრამ ვიცი, რომ პატრიარქი სამების ტაძარში ბრძანდება“, – აღნიშნა შარტავამ ჩვენთან საუბარში.
არადა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დღეს პატრიარქი ტაძარში არ მისულა.
სამების საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგია 10:00 საათზე დაიწყო.
წირვის დასრულების შემდეგ ფეხთბანვის წესი სრულდება, რომლის დროსაც, წესის მიხედვით, კათოლიკოს-პატრიარქი მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს ბანს.
დიდ ხუთშაბათს ტაძრებში ასევე 12-გზის სახარება იკითხება, რომლის დროსაც წმინდა წერილიდან 12-ჯერ წაიკითხავენ მონაკვეთებს უფალი იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ. ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 12-გზის სახარების კითხვა 16:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, ხელისუფლება და ეკლესია მრევლს მოუწოდებს, დარჩნენ შინ და ისე ილოცონ.
ვართ საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია, გავიგოთ, გავითავისოთ, თორემ გვექნება უდიდესი მსხვერპლი - პაატა იმნაძე
„დღე მთელი საქართველო რისკის ჯგუფია"
საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ტაძრები არ იკეტება და მრევლი, ვისთვისაც ტაძარში მისვლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.