LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქის გადაწყვეტილებით, 31 ოქტომბერს სინოდის სხდომა გაიმართება

192
780-sinodi-1

პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის ინფორმაციით, სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

მისივე განცხადებით, სინოდის სხდომის გამართვის გადაწყვეტილება ილია მეორემ მიიღო. როგორც ჟურნალისტებს მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, სხდომას სკანდალური განცხადებების ავტორი მეუფე იაკობიც დაესწრება, რომელიც სინოდის წევრია.

უცნობია, რა საკითხებს განიხილავენ სინოდის სხდომაზე, თუმცა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარი საკითხი მეუფე იაკობის განცხადებები იქნება.

საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მეუფემ საიდუმლო შეხვედრის შესახებ ისაუბრა, რომელიც მაშინდელი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო კაბინეტში შედგა. შეხვედრის დეტალებზე საუბრისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ შეხვედრის თემა იყო პატრიარქის შეცვლის საკითხი და აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ მაშინდელი შსს მინისტრი გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური.

საპატრიარქოსთან გაკეთებული განცხადებით მეუფე იაკობმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა, თუმცა აქვე აღნიშნა, თავისი სიტყვები უკან არ მიაქვს.

მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადადგა (ფოტო)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები