LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს“ – მეუფე იაკობი (ვიდეო)

285
34bd3aa34676794dc2f0eb6e34212f97-XL

ბოლო პერიოდში საპატრიარქოს გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ მეუფე იაკობი დღეს პირველად გამოჩნდა ღიად კამერების წინაშე. მან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და კიდევ ერთხელ დაადასტურა მაშინდელი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შეხვედრა. აქვე განმარტა, რომ მასთან ერთად შეხვედრას გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაურიც ესწრებოდნენ.

ეპისკოპოსი იაკობი: კვირიკაშვილის დროს დამიძახეს, გახარია, გომელაური პატრიარქის გადაყენებაზე მეჩალიჩებოდნენ (ვიდეო)

,,პირდაპირ გეტყვით, ვანოს [ჩხარტიშვილის] ის იყო ბიძინასთან... ბიძინამ კიდე ამათ დაავალა..."

„ჩემი ლექსიკის გამო ძალიან ბევრი დაბრკოლდა და ყველას შენდობას ვთხოვ. ყველას ბოდიშს მოვუხდი. მაგრამ თავს არ ვიმართლებ, უნდა გაითვალისწინოთ ჩემი მდგომარეობა. ისეთი რაღაცეები ვიცოდი, როგორც ეპისკოპოსი, რაღაც პოლიტიკასთან ჩარევა გვიწევს. ახლა ვარ თავისუფალი ადამიანი. რაც ვთქვი, ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას იგეგმებოდა თუ არა პარტიარქის ლიკვიდაცია, მეუფემ განმარტა, რომ იმ შეხვედრაზე საუბარი არ იყო ლიკვიდაციაზე, არამედ ისაუბრეს პატრიარქის შეცვლაზე.

მეუფე იაკობმა სხვა კითხვებს თავი აარიდა და აღნიშნა, რომ სხვა განცხადებებს ის მედიასთან კვლავ გააკეთებს.

 

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ყოფილ პრემიერ, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართული შეხვედრა გაიხსენა, სადაც “ეჩალიჩებოდნენ პატრიარქის გადაყენებაზე და შიო მუჯირის პატრიარქად არჩევაზე”. მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელ უფროსთან, ვახტანგ გომელაურთან და გიორგი გახარიასთან ერთად გაიმართა ეს შეხვედრა.

 

ეს ის მეუფეა, რომელიც იძახდა, გახარია პრემიერი თუ გახდა, ჩამოვაგდებო-პრემიერი მეუფე იაკობის განცხადებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები