„პირველად გავიგე და ცოტა შოკირებული ვარ. მაგრამ შემდეგ მახსენდება, რომ ეს მეუფე ის მეუფეა, რომელიც იძახდა, გახარია პრემიერი თუ გახდა, ჩამოვაგდებო”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მეუფე იაკობის განცხადებებთან დაკავშრებით განაცხადა.
პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია არ ადასტურებს ვახტანგ გომელაურთან და გიორგი კვირიკაშვილთან ერთად მეუფე იაკობთან შეხვედრას პატრიარქის გადაყენებაზე.
“სერიოზულ კომენტარი თუ გაინტერესებთ, პატრიარქი ბოლო 40 წლის განმავლობაში არის ამ ქვეყნის წარსულის სიმბოლო, დღევანდელი დღის სიმბოლო და მომავლის სიმბოლო. არაერთხელ აღვნიშნე, რომ ეკლესია არის ის შემაერთებელი ძალა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას კრავს. თუ რატომ აკეთებს ასეთ განცხადებებს, მეუფეს მიმართეთ, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ – მსგავსი სისულელეები უკვე საზღვარს გადასცდა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კულტურიდან – მეწაღემ წაღები უნდა შეკეროს, ბანკირმა ბანკს უნდა მიხედოს, მეპურემ პური უნდა გამოაცხოს, მეუფემ ეკლესიაში უნდა იაროს და პოლიტიკას ყველამ თავი უნდა დაანებოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
,,პირდაპირ გეტყვით, ვანოს [ჩხარტიშვილის] ის იყო ბიძინასთან... ბიძინამ კიდე ამათ დაავალა..."
ეპისკოპოსი იაკობი: კვირიკაშვილის დროს დამიძახეს, გახარია, გომელაური პატრიარქის გადაყენებაზე მეჩალიჩებოდნენ (ვიდეო)