LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პედრო ალმოდოვარის პირველ ინგლისურენოვან ფილმში ტილდა სუინტონი ითამაშებს (ფოტო)

807
tildnews5

ცნობილი ხდება, რომ ლეგენდარული ესპანელი რეჟისორი პედრო ალმოდოვარი პირველ ინგლისურენოვან ფილმზე მუშაობს. ამის მიზეზად კი რეჟისორის მიერ ტილდა სუინტონისადმი სენტიმენტები სახელდება. პედრო ალმოდოვარმა ეს გადაწყვეტილება მსახიობის მიმართ უდიდესი სიყვარულის გამო მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

მოკლემეტრაჟიანი ფილმის სახელწოდება The Human Voice იქნება და მასში ტილდა სუინტონთან ერთად ძაღლიც გამოჩნდება. ფილმს ჯან კოკტოს ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით იღებენ. სიუჟეტიც ცენტრში ქალია, რომელიც ტელეფონზე საუბრისას იგებს, რომ მისი ყოფილი შეყვარებული სხვა ქალზე ქორწინდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები