LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პედრო ალმადოვარის პირველ ინგლისურენოვან ფილმში მთავარ როლს ქეით ბლანშეტი შეასრულებს

127
pedro

მსახიობი ქეით ბლანშეტი მონაწილეობას მიიღებს პედრო ალმადოვარის ახალ ფილმში. ეს იქნება პირველი ინგლისურენოვანი ფილმი ლეგენდარული რეჟისორის კარიერაში. ფილმის სახელწოდებაა „სახელმძღვანელო სახლის მოსამსახურეებისთვის“ და ეს გახლავთ ცნობილი წიგნის ეკრანიზაცია, რომელიც 34 მოთხრობისგან შედგება. წიგნი სხვადასხვა პროფესიის ქალებზე გვიყვება, რომანის ავტორი ლუჩია ბერლინია.

ქეით ბლანშეტი მთავარ გმირს, მეიას განასახიერებს. ამ დრომდე ფილმში მონაწილე სხვა მსახიობების სია არ გასაჯაროებულა.

ქეით ბლანშეტი „არმანის“ ფოტოსესიაში შეუდარებელია

ფოტო: ქეით ბლანშეტის უცნაური კაბა ვენეციის ფესტივალზე საუკეთესოდ დასახელდა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები