LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ქეით ბლანშეტის უცნაური კაბა ვენეციის ფესტივალზე საუკეთესოდ დასახელდა

323
kateblashetnews9920

ქეით ბლანშეტი წელს ,,ვენეციის კინოფესტივალის” ჟიურის ხელმძღვანელობს. ამიტომ კინოვარსკვლავს ფესტივალის მსვლელობისას, ყოველდღე ვხედავთ. გამარჯვებულებს ჟიური 12 სექტემბერს დაასახელებს. იქამდე კი ბლანშეტი ჟიურის სხვა წევრებთან ერთად პრემიერებს ესწრება.

ფესტივალის მეშვიდე დღეს ბლანშეტმა საპატიო პრიზით ჰონკონგელი რეჟისორი და მსახიობი ენ ჰუეი დააჯილდოვა. ამ დღეს მსახიობი ბრწყინავდა „ალექსანდრე მაკქუინის“ კაბაში, რომელიც ბრენდის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან იყო შერჩეული.

თეთრი გამჭვირვალე კაბა მაქმანებით ქეითს შავი ფერის პიჯაკთან ჰქონდა შეხამებული. კაბის მოდელი კი ისე იყო შექმნილი, რომ ცალი მხარე მთლიანად გადადიოდა პიჯაკზე. მოდის ექპერტებმა ქეითის ამ უცნაურ ლუქს საუკეთესო უწოდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g