LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით ბლანშეტი უინძორის ჰერცოგინიას როლს შეასრულებს, რომელმაც მეფე ედვარდს ტიტული დაათმობინა (ფოტო)

158
26792508-0-image-a-32-1585955487573

ცნობილი ხდება, რომ ოსკაროსანი ქეით ბლანშეტი უილის სიმპსონის როლს შეასრულებს. ამერიკელი ლამაზმანი, რომელიც ბრიტანეთის მეფე ედვარდ მერვეს ცოლად გაჰყვა, ისტორიაში სკანდალურად შევიდა. სწორედ ამ ქორწინების გამო მეფე ედვარდი სამეფო ოჯახიდან გარიცხეს და მას ტიტული ჩამოართვეს. ეს  პერიოდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახში 30-იანი წლების კრიზისად არის მოხსენიებული.

ბოლო პერიოდში უილის სიმპსონს მეგან მარკლისაც ადარებენ. უილსიც ამერიკელი გახლდათ, მისი და მეფე ედვარდის გამიჯვნა სამეფო ოჯახიდან უდიდესი სკანდალების ფონზე წარიმართა.

უცნობია ახალი ფილმის გადაღებების დაწყების თარიღი, თუმცა, ცნობილია, რომ ბიოპიკში ბლანშეტი უინძორის ჰერცოგინიას განასახიერებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები