LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეკინზე მაღაზია გაქურდეს – წაღებულია ძვირფასი სამკაულები

463
ქურდობა

თბილისში, პეკინის გამზირზე მაღაზია “რედბერი” გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, ძვირფასი სამკაულები აიღეს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მძარცველებმა მაღაზიის წინა ფასადი ჩაამტვრიეს და ვიტრინებიდან ძვირადღირებული სამკაულები წაიღეს.

აიტექნიკსის მაღაზია გაქურდეს, თუმცა მოპარული ტექნიკა გზაზევე დაუცვივდათ

მაღაზიაში პროდუქციას ამოწმებენ, რის შემდეგად გაირკვევა, მოახერხეს თუ არა ქურდებმა რაიმეს წაღება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება  177 მუხლის მეორე ნაწილის ა და ბ პუნქტებით დაიწყო, რაც უკანონო შეღწევით ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები