პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვაზე უარი თქვა.
შესაბამისი განცხადება მოსამართლე გიორგი არევაძემ, სხდომის დაწყების შემდეგ გააცნო სხდომათა დარბაზში მყოფ ადამიანებს.
„მივიღეთ წერილობითი პასუხი, ეს გახლავთ თავად ბატონი აბრამიშვილის წერილი, რომ:
დღეის მდგომარეობით სპეციალური პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, რომ უზრუნველყოს მსჯავრდებულ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა. და ასევე, წერილი ვივამედიდან, რომელიც ახალხან მომაწოდეს,
„გაცნობებთ, 2022 წლის 14 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე, ექიმი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას“, – თქვა მოსამართლემ.
პენიტენციური სამსახური ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა უზრუნველყოს“, – წაიკითხა მოსამართლემ პენიტენციური სამსახურიდან მიღებული წერილი.