LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2 საეჭვო შემთხვევა შემიძლია გავიხსენო“ – რა ვიცით მოსამართლე გიორგი არევაძეზე, რომელიც სააკაშვილის საქმეს განიხილავს

643
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (12)

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. პროცესი, 9 დეკემბერს ჩაინიშნა.

გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის (ე.წ. შეწყალების) საქმეზე მიხეილ სააკაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა 2018 წელს დაუსწრებლად მიუსაჯა.

ამჯერად არევაძე გადაწყვეტს, მისცემენ თუ არა სააკაშვილს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებას და გაუშვებენ თუ არა საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

საზოგადოება 9 დეკემბერს მოისმენს გიორგი არევაძის განაჩენს.

კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ვერავის მიმართ იქნება დაშვებული – რატი ბრეგაძე სააკაშვილისთვის სასჯელის შესაძლო გადავადებაზე

მანამდე  „ფორტუნა“ ესაუბრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ დირექტორს ნაზი ჯანეზაშვილს, რომელმაც გუშინ, 7 დეკემბერს, პრესკონფერენცია გამართა და სპიკერ-მოსამარლეების ინსტიტუტის გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან მოუწოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლეებს, ალექსანდრე იაშვილსა და მაია ქოქიაშვილს, შეასრულონ ნაკისრი ვალდებულება და უზრუნველყონ საზოგადოების ინფორმირება მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

„2022 წლის 6 დეკემბერს გავრცელდა TV პირველის ინტერვიუ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძესთან, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხს  იხილავს.

ინტერვიუ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აუცილებელია, სასამართლო სისტემამ უზრუნველყოს მედიისა და საზოგადოების ინფორმირება საქმესთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე“. – ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

რაც შეეხება ხვალ, 9 დეკემბერს დაგეგმილ პროცესს, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ძნელია იმსჯელო და ზუსტად თქვა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, რადგან საქართველოში სასამართლოსთან დაკავშირებით ბევრი პრობლემაა.

მესამე პრეზიდენტი დაკავებიდან დღემდე – მოვლენების განვითარების 2 შესაძლო სცენარი

„ოცნებას“ სურს, სააკაშვილის საკითხი მომხრეებში პოლიტიკური ვაჭრობის საქმედ გადააქციოს. იმ თვალსაზრისით, რომ აი, მომავალში შესაძლოა სააკაშვილის საკითხი განვიხილოთ, თუ დავუშვათ, ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები არ ამოქმედდება.“

„კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა საქართველოში რეზონანსულ საქმეებზე.

გიორგი არევაძესთან დაკავშირებით ორი საეჭვო შემთხვევა შემიძლია გავიხსენო: როდესაც მას 10 წლიანი ვადა ეწურებოდა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის ვადა გაუგრძელა, რითაც გამონაკლისი დაუშვეს, სხვა მოსამართლეების შემთხვევაში ასე არ იქცეოდნენ.

რამდენიმე თვით მოსამართლის უფლებები გაუგრძელეს, იქამდე ვიდრე უვადო მოსამართლედ დაინიშნებოდა. გამოდის, მას კომფორტული რეჟიმი შეუქმნეს იმისათვის, რომ სახლში თუნდაც რამდენიმე თვით არ წასულიყო და მოსამართლეობის საქმიანობა არ შეეწყვიტა.

მეორე საეჭვო ფაქტი იყო, როდესაც უვადო მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეობდა. ჯერ კიდევ მოსამართლე იყო და მოულოდნელად საბუთები უკან გაიტანა, გაუგებარი მიზეზი დაასახელა და რამდენიმე თვის შემდეგ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო. ჩემთვის ეს „მოძრაობა“ გაუგებარი იყო.

მაშინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვიყავი და ბუნებრივია, ამ მომენტმა ეჭვები და კითხვები გააჩინა.

შესაძლოა, საბუთები თავისი ინიციატივით არც შეუტანია და არც დაუბრუნებია. უვადო მოსამართლედ დაინიშნა კიდევაც, ე.ი. რაღაც მომენტში მოცემულობა შეიცვალა.

ამ პერიოდში მისი სახელი რეზონანსულ საქმეებს უკავშირდებოდა, ამიტომ ძნელი სათქმელია, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი – თუ მოსამართლეს უვადოდ დანიშვნა სურს, რატომ გააქვს განცხადება და შემდეგ რამდენიმე თვეში რატომ ხდება უვადო მოსამართლე. შეიძლება ვიღაცამ უთხრა, რომ ჯერ არ იყო დრო და რამდენიმე თვეში ეს მოცემულობა შეიცვალა“, – ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი „ფორტუნასთან“.

 

გახმაურებული საქმეები, რომლებიც მოსამართლე გიორგი არევაძეს უკავშირდება.

  • მოსამართლე გიორგი არევაძეს გამოტანილი აქვს გამამტყუნებელი განაჩენი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე.

TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან დaკავშირებით გამოძიება პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა. ხაზარაძე-ჯაფარიძეს სახელმწიფო ედავებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას (ფულის გათეთრებას).

საბოლოოდ, გიორგი არევაძემ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს წაყენებული ბრალი თაღლითობაზე გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით პატიმრობა შეუფარდა. ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო პატიმრობა არავის შეფარდებია.

  • გიორგი არევაძე იყო ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეც, თუმცა დაცვის მხარის შუამდგომლობის დაყენების შემდეგ, საქმე თავისი სურვილით აიცილა.

თვითაცილებამდე, გიორგი არევაძემ ნიკა გვარამიას 500 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. საუბარია ნიკა გვარამიას იმ განცხადებაზე, რა დროსაც მან მოსამართლეს „არაადეკვატური“ უწოდა.

  • 2010 წელს გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით „ელიტ-ელეტრონიქსის“ ყოფილ მმართველსა და დამფუძნებელ ანზორ ქოქოლაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ანზორ ქოქოლაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითური მითვისების ბრალდებით დააკავეს.

  • თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2012 წლის აპრილში, „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრს თამაზ თამაზაშვილს თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით  შეეფარდა.

არევაძემ განაჩენის გამოტანისას განაცხადა, თამაზ თამაზაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის I და II ნაწილის საფუძველზე შეეფარდა.

თამაზაშვილი იარაღის უკანონო ტარებისთვის დააპატიმრეს, თუმცა მას იარაღის შენახვისა და ტარების უფლება ჰქონდა.

სასჯელის ვადის მხოლოდ ერთი წელი იყო გასული, თუმცა ბრალის აღიარების გარეშე პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და თამაზაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 2012 წლის 10 ოქტომბერს დატოვა.

  • 2011 წლის 25 მაისს ყინწვისის სამონასტრო კომპლექსთან 23 კაციანი ჯგუფი დააკავეს.

მათ ბრალი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ედებოდათ.

2013 წელს მათ ციხე ამნისტიის შედეგად დატოვეს. გათავისუფლებულები ე.წ. ყინწვისის საქმის „შემკერთა“ შორის გიორგი არევაძეს ასახელებდნენ.

გიორგი არევაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში 2008 წლიდან საქმიანობს.

ამავე თემაზე:

„ყველას ვთხოვ, გადამირჩინოთ შვილი, სიკვდილის პირასაა, ძალიან მძიმე მომენტი დამიდგა“ – გიული ალასანია მიმართვას ავრცელებს

ეტლით, საკაცით, ნებისმიერი დამხმარე საშუალებით, სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრება სურს – ადვოკატი

თუ სასამართლო არ გაითვალისწინებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას, მოგვიწევს შესაძლებელი და შეუძლებელი გავაკეთოთ, რათა გადავარჩინოთ ექსპრეზიდენტის სიცოცხლე: ანა წითლიძე

ვაშაძე: პრეზიდენტს თუ ციხეში კლავ, ევროპაში რა გინდა?! ასეთი რამე რუსეთშიც არ მომხდარა

დასავლეთისგან ვითხოვთ გარკვეულ ზეწოლას ხელისუფლებაზე – ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ლეტალური შედეგის დადგომა ძალიან ცუდად იმოქმედებს ქართველი ადამიანების იმიჯზე: მამუკა გამყრელიძე

შეიცვალა თუ არა სალომე ზურაბიშვილის პოზიცია სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – რას ამბობს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

ვეხვეწოთ, ჭამე შენი ჭირიმე-თქო? ვერ ჭამს ამ საჭმელს და რა გააკეთოს? ამაზე დიაგნოზები მეტყველებს – შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებზე

„შემოსვლის დროს, უფრო მეტს იწონიდა.. რატომ უნდათ, პაციენტი რეანიმაციაში მოხვდეს და კიდევ უარესი შედეგი დადგეს, ეს ძალიან ბევრ კითხვას ბადებს“ – „ვივამედის“ დირექტორი საკუთარ განცხადებას განმარტავს

„მიხეილ სააკაშვილი უარს კი არ ამბობს კვებაზე, ვერ იკვებება“ – გიული ალასანია “ვივამედის” განცხადებაზე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g