LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ სასამართლო არ გაითვალისწინებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას, მოგვიწევს შესაძლებელი და შეუძლებელი გავაკეთოთ, რათა გადავარჩინოთ ექსპრეზიდენტის სიცოცხლე: ანა წითლიძე

184
ანა წიტლიძე სააკაშვილი

„ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე იმყოფებოდა სტუმრად, რომელმაც 9 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესთან დაკავშირებით ისაუბრა, სადაც მოსამართლე გიორგი არევაძე მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შუამდგომლობაზე იმსჯელებს.

ნინო ლომჯარია: სააკაშვილის მდგომარეობა აკმაყოფილებს სულ მცირე სასჯელის გადავადებას

მიხეილ სააკაშვილი მოცილებული უნდა იქნეს ამ გარემოს და საზღვარგარეთ უნდა იყოს გადაყვანილი: თენგიზ წულაძე

მესამე პრეზიდენტი დაკავებიდან დღემდე – მოვლენების განვითარების 2 შესაძლო სცენარი

„ოცნებას“ სურს, სააკაშვილის საკითხი მომხრეებში პოლიტიკური ვაჭრობის საქმედ გადააქციოს. იმ თვალსაზრისით, რომ აი, მომავალში შესაძლოა სააკაშვილის საკითხი განვიხილოთ, თუ დავუშვათ, ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები არ ამოქმედდება.“

ანა წითლიძის განცხადებით, სასამართლოს აქვს ყველა სამართლებრივი ბერკეტი და საფუძველი, რომ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე ან გათავისუფლებაზე ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინება, „ნაციონალური მოძრაობა ყველაფერს, შესაძლებელს და შეუძლებელს გააკეთებს, რომ ექსპრეზიდენტის სიცოცხლე გადაარჩინონ“.

ანა წითლიძე აცხადებს, კლინიკა „ვივამედის“ ექიმები მაქსიმუმს აკეთებენ, მაგრამ მესამე პრეზიდენტის დაავადებების გათვალისწინებით, შეუძლებელია ამ პირობებში მისი განკურნება და გადაყვანილი უნდა იყოს საზღვარგარეთ.

„ყველაზე მნიშვნელოვანია 9 დეკემბრის სასამართლო პროცესი. მე იმედი მაქვს, რომ პროცესი წარიმართება ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, რადგან საუბარია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. სასამართლოს აქვს ყველა სამართლებრივი ბერკეტი და საფუძველი, იმ დასკვნების შესაბამისად, რომელიც არსებობს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რომ მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება და ექსპრეზიდენტს სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება მისცეს.

თუ სასამართლო არ გაითვალისწინებს მიხეილ სააკაშვილის უკიდურესად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობას, მაშინ ჩვენ ყველა სხვა რეალობაში აღმოვჩნდებით. ამაზე ვსაუბრობდით დღეს ნაციონალური მოძრაობის თათბირზე და სწორედ ეს განვიხილეთ, რომ სასამართლოს მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ მოგვიწევს ყველაფერი, შესაძლებელი და შეუძლებელი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ექსპრეზიდენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. აქ იგულისხმება ყველა პოლიტიკური ბერკეტი, რომელიც არსებობს პროტესტის, რათა ვაიძულოთ საქართველოს ხელისუფლება, რომ არ მოკლას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ ვანახოთ თავგანწირვა და ის, რომ თუ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გაიმეტებს ეს ხელისუფლება სასიკვდილოდ, მაშინ ყველაფერი ვერ იქნება ისე, როგორც არის. არ არის საუბარი იმაზე, მიხეილ სააკაშვილი ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, ან როგორ აფასებს მისი მმართველობის წლებს. ეს არის მე-10 ხარისხოვანი და ამას ისტორია შეაფასებს. აქ მნიშვნელოვანია, როგორ ექცევა ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს, როდესაც ართმევს სიცოცხლის, ჯანმრთელობის და მკურნალობის უფლებას. ეს მეტწილად განსაზღვრავს იმას, რა სახელმწიფო ვართ ჩვენ და რა საზოგადოება ვართ. ეს არამხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის გამოწვევა, გამოწვევაა ასევე ქართული საზოგადოებისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის.

ჩვენ დღეს ვიმსჯელეთ ყველა შესაძლო ბერკეტის გამოყენების შესაძლებლობაზე, თუ სასამართლო გაწირავს მიხეილ სააკაშვილს სიკვდილისთვის. ბერკეტებში იგულისხმება აქციებიც, რომელიც არამარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც ჩატარდება, ასევე ყველა შესაძლებლობის გამოყენება. ამ ნაბიჯებზე უფრო კონკრეტულად სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ვისაუბრებთ. ჩვენ უნდა მივცეთ სასამართლოს შესაძლებლობა, მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება და მაქსიმალურად თავს ვიკავებთ ნებისმიერი პოლიტიკური განცხადების გაკეთებისგან. 

„ვივამედის“ დირექტორი სააკაშვილზე: იღებს მხოლოდ სასურველ საკვებს, ისიც მხოლოდ სასურველ დღეებში ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ – არ ჭამს

„მიხეილ სააკაშვილი უარს კი არ ამბობს კვებაზე, ვერ იკვებება“ – გიული ალასანია “ვივამედის” განცხადებაზე

„შემოსვლის დროს, უფრო მეტს იწონიდა.. რატომ უნდათ, პაციენტი რეანიმაციაში მოხვდეს და კიდევ უარესი შედეგი დადგეს, ეს ძალიან ბევრ კითხვას ბადებს“ – „ვივამედის“ დირექტორი საკუთარ განცხადებას განმარტავს

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის ზურაბ ჩხაიძის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება იყო აბსოლუტურად სხვა, რაც მან თქვა გუშინ, რომ „კი ვერ ჭამს, უბრალოდ არ ჭამსო“, დღეს უკვე სულ სხვა განცხადება გააკეთა და ძალიან კარგია, რადგან ექიმის პასუხისმგებლობაა პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და იმ სიტუაციის აღწერა, რაც არის. მთავარი პრობლემაა ის, რომ იმ პირობებში, რა პირობებშიც არის მიხეილ სააკაშვილი მისი მკურნალობა და რეაბილიტაცია შეუძლებელი ამბავია.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებას, რომელმაც გუშინ თქვა, რომ კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ვერავის მიმართ იქნება დაშვებული – ისინი ყველა შესაძლო გზით, მათ შორის მედიასაშუალებების გამოყენებით, ცდილობენ, ზეწოლა განახორციელონ მოსამართლეზე, ამ განცხადებაზე არ ვიცი რა კომენტარი უნდა გავაკეთო, რადგან არაეთიკურია.

ოპოზიციამ გავლენა მოახდინოს მოსამართლის გადაწყვეტილებაზე – შეუძლებელია. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში, ამის შესაძლებლობა ხელისუფლებას აქვს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებაზე იქონიონ გავლენა.

ყველას და მათ შორის ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ როდესაც საუბარია ადამიანის სიცოცხლეზე არ შეიძლება ცეცხლთან თამაში. როდესაც ვსაუბრობთ, რომ გადავიყვანოთ მიხეილ სააკაშვილი ევროპაში ან ამერიკაში, ამას იმიტომ ვამბობთ, რომ კლინიკა „ვივამედში“ ამ ადამიანის განკურნების შესაძლებლობა არ ხდება. დაგვისახელოს იუსტიციის მინისტრმა ერთი ექიმი ან ადამიანი, რომელიც ჩვენ და საზოგადოებას მისცემს გარანტიას, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე იქნება პასუხისმგებელი, რომ შეძლებს მის გამოჯანმრთელებას და მის სიცოცხლე არ დაემუქრება საფრთხე და ჩვენ ვიქნებით თანახმა. მაგრამ, ჩვენ ვნახეთ რეალურად, რომ ამ პასუხისმგებლობას ვერ იღებს სახელმწიფო თავზე. კლინიკაში, რა თქმა უნდა, მაქსიმუმს აკეთებენ, მაგრამ სააკაშვილის დაავადებების გათვალისწინებით, შეუძლებელია ამ პირობებში მისი განკურნება. საქართველოში ამის შესაძლებლობა არ არსებობს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი სააკაშვილის გადაყვანა იქ, სადაც მოხდება მისი სრული რეაბილიტაცია.

თუ არადა გვითხრან 1 ექიმი მაინც, რომელიც პასუხისმგებელი იქნება იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი გადარჩება და მის სიცოცხლეს არ დაემუქრება საფრთხე.

თუ ხელისუფლების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ჩვენ ვტყუით, ან ეს ყველაფერი გადაჭარბებულია, მათ ვეუბნები, რომ პირადად ნახონ მიხეილ სააკაშვილი და საკუთარი თვალით დარწმუნდნენ“, – განმარტავს ანა წითლიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g