LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ვერავის მიმართ იქნება დაშვებული – რატი ბრეგაძე სააკაშვილისთვის სასჯელის შესაძლო გადავადებაზე

218
ბრეგაძე სააკაშვილი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის შესაძლო გადავადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პასუხობს. მისი განცხადებით, არის მცდელობა, რომ მოსამართლეზე ზეწოლა განხორციელდეს, რაც დაუშვებელია.

იუსტიციის მინისტრი განმარტავს, რომ „მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში იმოქმედებს“.

ნინო ლომჯარია: სააკაშვილის მდგომარეობა აკმაყოფილებს სულ მცირე სასჯელის გადავადებას

მიხეილ სააკაშვილი მოცილებული უნდა იქნეს ამ გარემოს და საზღვარგარეთ უნდა იყოს გადაყვანილი: თენგიზ წულაძე

„არსებობს კანონმდებლობით გაწერილი გზები. თუკი ვინმეს სურს, მიმართოს სასამართლოს, ბუნებრივია, ეს არის მისი უფლება. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, სასამართლომ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება და მოსამართლემ უნდა იმსჯელოს ყველა ამ საკითხზე მტკიცებულებათა ერთობლიობით. თუმცა, აქაც ვხედავთ მარტივ, იაფფასიან ხრიკებს – ისინი ყველა შესაძლო გზით, მათ შორის მედიასაშუალებების გამოყენებით, ცდილობენ, ზეწოლა განახორციელონ მოსამართლეზე. ისინი წინასწარ ეუბნებიან, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ცდილობენ, ქუჩაში დახვდნენ, სხვადასხვა სახის ზეწოლა განახორციელონ, რათა ადამიანს არ ჰქონდეს ნორმალურად მუშაობის შესაძლებლობა. თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში მოსამართლეზე ზეწოლა დაუშვებელია.

მეეჭვება, არსებობდეს რომელიმე ცივილიზებული სახელმწიფო, სადაც მედია თუ ოპოზიცია აძლევს თავს სასამართლოს​ საქმიანობაში ჩარევის უფლებას და ამ ყველაფერს ასაღებდეს ვინმეს ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესებით. აქვე ხაზგასმით უნდა ვთქვა, მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებში და კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ვერავის მიმართ იქნება დაშვებული. ამას ვამბობ, როგორც იუსტიციის მინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია სასჯელის აღსრულებაზე. ჩვენ ვიმოქმედებთ მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში“, – აცხადებს მინისტრი.

რატი ბრეგაძის განცხადებით, „თამამად შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილი არ ემორჩილება მკურნალობის კურსს, რომელიც შერჩეულია უშუალოდ ექიმების მიერ და მოქმედებს თვითდაზიანების რეჟიმში“.

„ვივამედის“ დირექტორი სააკაშვილზე: იღებს მხოლოდ სასურველ საკვებს, ისიც მხოლოდ სასურველ დღეებში ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ – არ ჭამს

„მიხეილ სააკაშვილი უარს კი არ ამბობს კვებაზე, ვერ იკვებება“ – გიული ალასანია “ვივამედის” განცხადებაზე

„დაიწყო კამპანია, რომლის მიზანიც მდგომარეობას იმაში, რომ საზოგადოებას აჩვენონ, თითქოს სააკაშვილის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ცენტრმა „ემპათიამ“ მოამზადა დასკვნა, რომელიც არის საკმაოდ ტენდენციური. ვფიქრობ, ექიმი არ უნდა აკეთებდეს პოლიტიკურ განცხადებებს, ის დაინტერესებული უნდა იყოს ჯანმრთელობის მდგომარეობის რეალური შეფასებით, რათა საზოგადოებისთვის ცხადი გახდეს რეალური სურათი. როცა მომზადდა დასკვნა, ადვოკატმა განაცხადა, რომ ეს დასკვნა იქნებოდა კონფიდენციალური, თუმცა ამონარიდები სასწაულებრივი გზებით მაინც მოხვდა პოლიტიკოსების ხელში. ისინი ჯიუტად საუბრობენ სხვადასხვა დიაგნოზზე, მათი მკურნალობის მეთოდზე და სურთ შექმნან სურათი, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ექიმის განცხადება იმის თაობაზე, რომ სააკაშვილი იღებს მისთვის სასურველ საკვებს მისთვის სასურველ დროს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილი არ ემორჩილება მკურნალობის კურსს, რომელიც შერჩეულია უშუალოდ ექიმების მიერ. ბუნებრივია, აუცილებელია თანამშრომლობა პაციენტსა და მკურნალ ექიმს შორის. თუკი ადამიანი და მისი გარემოცვა დაინტერესებულია განკურნებით და არა მხოლოდ გათავისუფლებით, მაშინ რატომ არ უნდა ითანამშრომლოს ექიმთან, ეს ყველაფერი აუხსნელია. სამწუხაროდ, ეს ადამიანი ისევ მოქმედებს თვითდაზიანების რეჟიმში“, – აცხადებს რატი ბრეგაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები