LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასავლეთისგან ვითხოვთ გარკვეულ ზეწოლას ხელისუფლებაზე – ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ლეტალური შედეგის დადგომა ძალიან ცუდად იმოქმედებს ქართველი ადამიანების იმიჯზე: მამუკა გამყრელიძე

178
მამუკა გამყრელიძე

საქართველოს დიპლომატები მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ.

ქართველი დიპლომატები სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ

წერილში, რომელსაც ზურაბ ჭიაბერაშვილი ავრცელებს, დიპლომატები საერთაშორისო საზოგადოებისგან ითხოვენ, „დღევანდელ მდგომარეობაზე რაც შეიძლება მკაცრი რეაგირება მოახდინონ“.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ მიმართვის ერთ-ერთმა ავტორმა, საქართველოს ევროპელი დემოკრატების პარტიის გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ ისაუბრა.

მამუკა გამყრელიძის თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და საჭიროა ხელისუფლებამ მეტი ჰუმანურობა გამოიჩინოს.

მისივე განმარტებით, საერთაშორისო საზოგადოებას მიმართეს, რომ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში განახორციელონ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რადგან ლეტალური შედეგის დადგომა ძალიან ცუდად იმოქმედებს ქვეყნის იმიჯზე.

„დიპლომატებმა გადავწყვიტეთ ეს წერილი გაგვეკეთებინა, რადგან დადგა მომენტი, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. აქ უკვე აღარ არის საუბარი პოლიტიკურ დაპირისპირებაზე და სხვადასხვა პოლიტიკური ხედვის, რაღაც შეხედულებებზე ამ ადამიანის მიმართ.

ნუ განვიხილავთ მას, როგორც პოლიტპატიმარს, როგორს კრიმინალს, უბრალოდ შევხედოთ, რომ ეს არიოს ადამიანი და ჰუმანურობისკენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას.

მივმართეთ დასავლელ პარტნიორებს, სხვადასხვა ორგანიზაციებს, რათა მათ გარკვეული გავლენა იქონიონ ჩვენს ხელისუფლებაზე. სამწუხაროდ ხელისუფლებას ემპათია არ გააჩნია ამ პიროვნების მიმართ, რაც ცუდად მეტყველებს ჩვენს სახელმწიფოზე. ღმერთმა დაიფაროს და ლეტალური შედეგის დადგომის შემთხვევაში, ეს ძალიან ცუდად იმოქმედებს ქართველი ადამიანების იმიჯზე, როგორც არაადამიანური თვისებების მატარებელ ხალხზე.

საერთაშორისო თანამეგობრობას მოვუწოდებთ, გადადგან ის ნაბიჯები, რაც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, სხვას ჩვენ არ ვითხოვთ არაფერს. დასავლეთისგან ვითხოვთ გარკვეულ ზეწოლას ხელისუფლებაზე. ეს არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მიმართვები. მათ გააჩნიათ, როგორც პირდაპირი, ასევე კულუარული ურთიერთობები აქედან გამომდინარე მათ მეტი შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე ქართულ საზოგადოებას შეუძლია. მათ უფრო დაუგდებენ ყურს.

დღეს ამის აუცილებლობა დადგა, რადგან მედიკოსების დასკვნით, 30%-მდე აქვს სააკაშვილს დაკლებული და უკვე დადგა ის მომენტი, როდესაც შეუთავსებელი პროცესები შეიძლება დაიწყოს. ამას მისი მკურნალი ექიმები ამბობენ, აქედან გამომდინარე მისი სიცოცხლე არის გადასარჩენი.

ასეთი პრეცედენტები მუდმივად არის და არსებობს მსოფლიოში, როდესაც ძალიან მძიმე ავადმყოფი ადამიანი გამოდის ციხის გარეთ და უშვებენ, რადგან აზრი ეკარგება მის პატიმრობაში ყოფნას“, – განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g