LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეტლით, საკაცით, ნებისმიერი დამხმარე საშუალებით, სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრება სურს – ადვოკატი

203
Untitled design (2)

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 9 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე დასწრება სურს.

„ყველას ვთხოვ, გადამირჩინოთ შვილი, სიკვდილის პირასაა, ძალიან მძიმე მომენტი დამიდგა“ – გიული ალასანია მიმართვას ავრცელებს

როგორც კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა ირაკლი ლომიამ განაცხადა, პროცესზე სააკაშვილის გადაყვანა ნებისმიერი დამხმარე საშუალებით შეიძლება მოხდეს:

„მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას დიდი სურვილი აქვს, ხვალინდელ სასამართლო განხილვებს დაესწროს. პენიტენციური სამსახური ალბათ დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფს მის გადაყვანას. იმდენად უნდა დაესწროს თავის სასამართლო სხდომას, დამხმარე საშუალებები – იგულისხმება ეტლი, საკაცეც, ან ნებისმიერი სხვა საშუალება.

სასამართლოს სხდომაზე ჩვენს მიერ მოწვეულები იქნებიან სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ხელმომწერი პირები, რომლებსაც ხვალ მოუწევთ განმარტებების გაკეთება – თუ რა სახის გამოკვლევები ჩაატარეს, რაზე იყო აღნიშნული გამოკვლევები დაფუძნებული.

ჩვენ ვფიქრობთ, სასამართლოზე დავაყენოთ საკითხი მოწმეების მოხსნის თაობაზე, რომ არ გაჭიანურდეს პროცესები და ისედაც დაზიანებული ჯანმრთელობის მდგომარეობიოს გამო“, – აცხადებს უფლებადამცველი.

შეგახსენებთ, ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შუამდგომლობაზე იმსჯელებენ. პროცესი 13:00 საათზე დაიწყება.

მესამე პრეზიდენტი დაკავებიდან დღემდე – მოვლენების განვითარების 2 შესაძლო სცენარი

ვეხვეწოთ, ჭამე შენი ჭირიმე-თქო? ვერ ჭამს ამ საჭმელს და რა გააკეთოს? ამაზე დიაგნოზები მეტყველებს – შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g