რას ფიქრობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე – ჟურნალისტების ამ შეკითხვას დღეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა უპასუხა.
როგორც გიორგი მსხილაძე აცხადებს, პრეზიდენტი „სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდება“.
„არა, ისევ აკვირდება, შემიძლია გითხრათ..
სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება არამარტო პატიმარს, ყველა ადამიანს აქვს. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვალდებულია, აღმოუჩინოს შესაბამისი დახმარება და გაუწიოს შესაბამისი მკურნალობა ყველა პატიმარს, რომელიც სასჯელს იხდის. ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით“, – აცხადებს გიორგი მსხილაძე.
ვაშაძე: პრეზიდენტს თუ ციხეში კლავ, ევროპაში რა გინდა?! ასეთი რამე რუსეთშიც არ მომხდარა