პენტაგონის განცხადებით, დაჯგუფება ვაგნერის 1000-მდე მებრძოლი დონბასის რეგიონშია.
“ვფიქრობთ, რომ ვაგნერს 1000-მდე ადამიანი ყავს დონბასში. ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი უპირატესობას ანიჭებენ საჰაერო თავდასხმებს დონბასის რეგიონში.
ვაგნერის კონტრაქტორები უკვე 8 წელია, დონბასში იბრძვიან, ეს ის ტერიტორიაა, სადაც მათ გამოცდილება აქვთ”. – განაცხადა თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა, ჯონ კირბიმ.