უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მორიგი შეტევითი ღონისძიებების შედეგად, რამდენიმე ოლქში ახალი დასახლებული პუნქტები გათავისუფლდა. ამის შესახებ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს მოსახლეობა გათავისუფლებულ დასახლებებში, ასეთი კი მხოლოდ ხარკოვის ოლქში 450-მდეა.
ზელენსკის განცხადებით, ახლა ფრონტის ბევრ მონაკვეთში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.
”ამ საომარი მოქმედებების პერსპექტივა აშკარაა: უფრო და უფრო მეტი ოკუპანტი ცდილობს გაქცევას, უფრო და უფრო მეტ დანაკარგს განიცდის მტრის არმია, უფრო და უფრო გასაგები ხდება, რომ რუსეთმა შეცდომა დაუშვა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებით“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
აშშ უკრაინას ოთხ ერთეულ HIMARS-ის ტიპის სარაკეტო სისტემას გაუგზავნის